ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის ფარგლებში XIV საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ გაიმართა.
კონფერენციის მიზანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო.
მრავალპროფილიანი კონფერენცია სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავა სექციებმა: ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ეთნოლოგია, ევროპეისტიკა, ამერიკათმცოდნეობა და სხვა);სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია); ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სამართალმცოდნეობა; ეკონომიკა და ბიზნესი, მედიცინა და სხვა.
კონფერენციის შერჩეული მასალები დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში.